სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„9 აპრილი, დღე გლოვისა და დღე ზეიმისა“- საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა 
09-04-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე ორინეტირებული გარემოა შექმნილი. 

პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ, რომ მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორია კარგად გაითავისონ. ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „9 აპრილი, დღე გლოვისა და დღე ზეიმისა“ გაიმართა. 

ღონისძიების მიმდინარეობაში, რომლის სულისკვეთებაც იყო „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, რამაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

„თქვენ უნდა გააბრწყინოთ იბერია“,- აღსანიშნავია, რომ სკოლაში მონაწილეებს საუკეთესო და უნიჭიერეს მოზარდებად ახასიათებენ. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება