სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ისტორიულ-მხატვრული კომპოზიცია გაიმართა
09-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტულ სულიკვეთებას უღვივებენ და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოება საქართველოს ისტორიიდან მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გამორჩეულ აქტივობებს უძღვნის. 

ამჯერად კი, 9 აპრილთან დაკავშირებით, ფ.გიორხელიძის სადამრიგებლო - მე-7ა და თამო გრიგოლიას სადამრიგებლო - მე-7ბ კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, ისტორიულ-მხატვრული კომპოზიცია, -„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტიტები თავისუფლებისათვის ბრძოლისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. 

მოსწავლეებმა 1989 და 1991 წლის 9 აპრილის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და ცოდნა გამოავლინეს. მათ თარიღების მნიშვნელობაზე სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და დირექტორის მოადგილე ესაუბრნენ. ისტორიის მასწავლებელმა ფიქრია გიორხელიძემ, მონაწილეებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 33-ე წელი მიულოცა. სასკოლო საზოგადოებამ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. 

ღონისძიებას მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, მე-5 კლასის მოსწავლეები და ნოდარ ჯიქიძე ესწრებოდნენ, რომელიც პედაგოგიურ პრაქტიკას სწორედ ამ სკოლაში გადის. 

„განსაკუთრებით გეფიქრება სამშობლოს ბედზე, თავისუფლებაზე, როდესაც დგება ისეთი თარიღები, როგორიცაა 9 აპრილი. 9 აპრილი ხომ საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს – 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.
1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა. მანამდე კი იყო 1989 წლის 9 აპრილი, მრავალპარტიული არჩევნები, რეფერენდუმი - ამ და სხვა თემებზე საუბარს დაეთმო დრო.
ნიკოლოზმა და ანიმ წარმოადგინეს პრეზენტაციები, მერაბმა, მარიმ, გაბრიელმა, ვაჟამ, ქეთიმ და ანანომ, თათულიმ, ლიზიმ და მარიმ ემოციურად წაიკითხეს 9 აპრილის პოეზია, ლიზიმ და ანამარიამ სიმბოლურად გაფორმეს კედელი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება