სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„9 აპრილი“- თბილისის N28 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია ტუშურის ხელმძღვანელობით, პროექტი განახორციელეს
09-04-2024
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. 

ა️მჯერად, ისტორიის პედაგოგის ია ტუშურის ხელმძღვანელობით, X კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „9 აპრილი“ განახორციელეს. ️მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოიძიეს, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი კადრებით სლაიდშოუ მოამზადეს და კედლის გაზეთი შექმნეს.

გ️არდა ამისა, მსურველებმა დახატეს და გამოფენა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციები 9 აპრილის წინარე მოვლენებზე, ასევე 9 აპრილის მიზეზებსა და შედეგებზე, 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გაიმართა.

მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მოისმინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თვითმხილველმა და მონაწილე  სკოლის პედაგოგებმა: ქეთევან დავლიანიძემ, თამარ ადამიამ, ეკატერინე ოქროპირიძემ, ია ტუშურმა და თამთა ჯამარაულმა ️საინტერესოდ ისაუბრეს და 9 აპრილის მოვლენებზე ფაქტები გაიხსენეს. 

️სკოლის ადმინისტრაციამ და მსმენელმა მოსწავლეებს სასწავლო პროექტში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება