სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„1989 წლის 9 აპრილიდან - 1991 წლის 9 აპრილამდე. მადლობა თავისუფლებისთვის!“- თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები დაამზადეს 
09-04-2024
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწალეთა განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორია კარგად გაითავისონ. ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, ისტორიის მასწავლებელ ნანა ჩხაიძის ხელმძღვანელობით, მე-7დ და მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ  კინო-ფოტო-ფონო და წერილობითი მასალები მოიძიეს და პოსტერები - „1989 წლის 9 აპრილიდან - 1991 წლის 9 აპრილამდე. მადლობა თავისუფლებისთვის!“, შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი აქტივობაში მონდომებითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა. თაობების თავგანწირულმა ბრძოლამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო და  საქართველომ მოიპოვა მრავალნანატრი დამოუკიდებლობა, გახდა თავისუფალი“,- ეს სულისკვეთება გასდევდა მოსწავლეთა აქტივობას. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება