სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი
02-04-2024
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მათ შორის იყო გაზაფხულის დღესასწაულების - 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„ჩვენმა თვალხატულა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაგვიხალისეს დღე სახალისო ნომრებით. დიდი სიყვარული და სითბო გამოხატეს დედების, მასწავლებლების, ზოგადად ყველა ქალბატონის მიმართ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამ დღისგან გამოწვეული შთაბეჭდილებები სასკოლო საზოგადოებას დიდხანს გაჰყვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, აღნიშვნის გარეშე ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესაც არ ჩაუვლია.

მოსწავლეებმა, სკოლის ექთნის დახმარებით, შეისწავლეს ტუბერკულოზის გამომწვევი მიზეზები და პრევენციის საშუალებები. შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს მიღებული ცოდნა.

31 მარტს კი მე-6 კლასელებმა ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხის - კვებითი ჯაჭვის შესახებ მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები. მათ თემატური ნამუშევრები შექმნეს და მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

პრეზენტაციას საინტერესო დისკუსიაც მოჰყვა, რომელშიც მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ.

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება