სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები უნივერსიტეტს ესტუმრნენ
02-04-2024
-
+


ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, მამოტივირებელი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ უნივერსიტეტში შესანიშნავად უმასპინძლეს და ბევრი ახალი ინფორმაცია თუ გამოცდილება გაუზიარეს. მოსწავლეებს დაწესებულების თანამშრომელი თამარ ლუკავა ესაუბრა, თუ რა პროფესიების დაუფლებაა შესაძლებელი რეგიონის ყველაზე დიდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ინფრასტრუქტურა, კაბინეტ-ლაბორატორიები, იმიტირებული სასამართლოსთვის აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი, სააქტო დარბაზი, ელექტრონული ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

„მოზარდები ნაკლებად იცნობენ სხვადასხვა პროფესიას, ზოგიერთი მათგანის არსებობაზე კი წარმოდგენაც არ აქვთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში არ არსებობს პროფესიული ან სახელობო სასწავლებლები და ნაკლებად ტარდება ღია კარის დღეები. პროფორიენტაციისათვის კი საჭიროა სწორი მოტივის შერჩევა. მოზარდს უნდა ჰქონდეს გარემო, რომელიც შრომით ბაზარზე არსებული პროფესიული სპექტრის შესახებ სრულ ინფორმაციას მისცემს. ამ მიზნით, ქალაქ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში შექმნილია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა გაერთიანება, რომლის ერთობლივი პროექტის - „ჩვენ ვირჩევთ პროფესიას“ ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებებისა.
ჩვენმა სტუმრობამ სასიამოვნოდ ჩაიარა, გვინდა. მადლობა გადავუხადოთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ამ იდეის სულისჩამდგმელს ლია ჯალაღონიას. ასევე მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, რომელმაც ხელი შეგვიწყო და დაგვიფინანსა მგზავრობა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება