სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კინოენით გაზიარებული ფიქრების სამჭედლო ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში
29-03-2024
-
+


ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში პროექტის - „CineDoc სკოლა - დოკუმენტური ფილმები განათლებისათვის“ ფარგლებში, არაერთი საინტერესო ფილმების ჩვენება ეწყობა.

ამჯერად, მოსწავლეებმა, ფილმი „ონლაინდედა“ ნახეს.

როგორც პედაგოგი სოფო ხვადაგიანი აღნიშნავს, შეხვედრა იმდენად ემოციური გამოდგა.

„არ მეგონა, თუ ბავშვების ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა ჩვენებას და ასე გაითავისებდნენ ემიგრანტების ტკივილს. თუმცა კათარზისი და ემპათიის უნარის გაჩენა სხვანაირად წარმოუდგენელია. რაღაც უნდა გეტკინოს, რაღაცამ უნდა შეგძრას და თვალზე ცრემლი მოგგვაროს, რომ ადამიანად დარჩე“, - ამბობს პედაგოგი.

მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს.

„კინო გვაერთიანებს, ჩვენს გულის ძაფებს უხილავად აბამს ერთმანეთზე. ფილმის პერსონაჟები ჩვენ გვერდით არიან, მათ ჭრილობებსა და სევდას ხილულად ვუმზერთ. მოსწავლეები „პაპა დიმოსაც“  იხსენებენ, საკუთარ ისტორიებსა და დარდსაც ამხელენ, დილიდან საღამომდე როგორ შრომობენ მათი მშობლები, როგორ უყვართ ისინი და სულ მათთან ყოფნას ნატრობენ. ვმსჯელობთ, თუ რა ძნელია ამ ქვეყანაში ღირსეული სამუშაოს შოვნა, შესაბამისი ანაზღაურების მიღება...

ემიგრანტი დედების ცხოვრების სირთულეს ყველა ერთხმად აღიარებს“, - გვიყვება პედაგოგი.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად იმსჯელეს, თუ რა არის გამოსავალი და რა უნდა მოიმოქმედონ, რომ უკეთესად იცხოვრონ.

„ერთად ვმსჯელობთ, თუ სად არის გამოსავალი. რა უნდა ვქნათ ჩვენ თავად, რომ ეს გზა ავიცილოთ მომავალში. როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, რომ თავისი ცხოვრება საკუთარი ქვეყნის ბედს არ დაემსგავსოს, თავსაც უშველოს და სამშობლოსაც.

კინოენით გაზიარებული ფიქრების სამჭედლო გვაქვს ყოველ ხუთშაბათს კლუბში“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება