სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N21 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა 
29-03-2024
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

აღნიშნული თემის შესახებ მაღალკლასელებს სკოლის სპეციალური მასწავლებელი ქეთევან ჟვანია ესაუბრა. გარდა ამისა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეზე ინფორმაცია საგნების მასწავლებლებსაც მიეწოდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. მათი განვითარების ხელშეწყობა, ჩართვა სხვადასხვა სასკოლო და კლასგარეშე აქტივობებში სკოლის ამოცანაა. მსგავსი ტიპის აქტივობები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით, ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში სისტემატიურად იგეგმება და ხორციელდება.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს. თქვეს, რა იციან დაუნის სინდრომზე, ზოგადად გამოთქვეს საკუთარი აზრი ინკლუზიური განათლების კუთხით. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საზოგადოებაში მცდარი შეხედულებები და არსებული სტიგმები უნდა მოისპოს. მათი თქმით, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მისგან განსხვავებული ადამიანის მიღება. გარდა ამისა, ბავშვებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ერთად, სიმბოლურად, „ჭრელი ხელები“ მოხატეს. 

კვირეულის ფარგლებში, აქტივობები სკოლაში სპეციალური მასწავლებლის, ანნა ჩაფიძის ინიციატივითაც განხორციელდა. მან, თემის გათვალისწინებით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან მინი ლექცია ჩაატარა. აქტივობის მიზანი, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება გახლდათ. კლასებში კი გაიმართა დისკუსია შემდეგი საკითხებზე: თუ რა სახის გამოწვევების წინაშე დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, მისი ოჯახი და საზოგადოება? რა გავრცელებული მითები შეინიშნება და როგორია რეალობა დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეების ინტეგრაციისას სასწავლო პროცესში? რა არის შესაცვლელი, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ?

მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, გამოკვეთეს, რა იცოდნენ და რა გაიგეს დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, რას განახორციელებენ და როგორ შეუწყობენ ხელს, როგორ დაეხმარებიან დაუნის სინდრომის მქონე მეგობრებს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, სწავლასა და ყოფა-ცხოვრებაში.

„ამ დღის აღნიშვნის მთავარი იდეა იმაშია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომზე, იცოდეს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანებს, ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც სხვებს და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, უფლებების დაცვა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა და სასიკეთო საქმეა.

სპეციალურმა პედაგოგმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე - რა უნდა გაკეთდეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებმა მიიღონ ცოდნა აკადემიურ და სოციალურ უნარებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის მეშვეობით, ჩართულნი იყვნენ განათლების უწყვეტ პროცესში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ სკოლასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში; თავი იგრძნონ დაფასებულად, მაქსიმალურად განავითარონ საკუთარი პოტენციალი.
შეხვედრის დასასრულს, სპეციალურმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ანამ აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას დაურიგა საინფორმაციო ბარათები“,-გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება