სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პოეზია ახალ „ვარსკვლავებს“ პოულობს“ - ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლის - ანზორ იაშვილის ლექსი წიგნში დაიბეჭდა
29-03-2024
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და შრომისმოყვარე მოსწავლეები არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.

ერთ-ერთი მათგანი ანზორ იაშვილია. ის საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის ინიციატივით, საქარველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეთათვის გამოცხადებულ კონკურსში - „თანამედროვე გალაკტიონი“ მონაწილეობდა.  აღნიშნული კონკურსის მიზანი ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოების, კერძოდ, ნოველის, მოთხრობის, ესეს, ლექსის შექმნა, ასევე, ნორჩ ხელოვნთა შემოქმედების წარმოჩენა გახლდათ.

კონკურსზე ახალგაზრდა ხელოვანებმა თავიანთი ნაწარმოებები წარადგინეს. მოსწავლეებმა მაღალი შემოქმედებითი შესაძლებლობები და კრეატიული ხედვა გამოავლინეს.

ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლის - ანზორ იაშვილის ლექსი - „ახალი წელი სოფელში“, ის კონკურსის მომდევნო ეტაპშიც მონაწილეობდა და კავშირის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა - გარი ჩაფიძემ, ლიტერატურულ კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის, სიგელით დააჯილდოვა. გარდა ამისა, მისი ლექსი ლიტერატორთა კავშირის გამოცემულ მოსწავლეთა კრებულში - „კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათებ“ დაიბეჭდა. 

„პოეზია ახალ „ვარსკვლავებს“ პოულობს.
წიგნის წინასიტყვაობაში ბატონი გარი აღნიშნავს: „კონკურსში ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა და ჟიურის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა გამოსავლენად, რომელთაც ამ წიგნში მოიყარეს თავი“...
გასაკვირი არაა, რადგან ანზორ იაშვილი ქართული ენის პედაგოგის - ნონა მამრიკიშვილის მოსწავლეა. ქალბატონ ნონას სულში ხომ პოეტი ცხოვრობს, პოეზია მისი ნაწილია. ის თავის თავში იტევს წარმოსახვას, სილამაზეს, გრძნობებს, თავისუფლებას…
სწორედ მასწავლებელმა შეუწყო ხელი მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას, აღმოაჩინა მასში პოეტური ნიჭი და განავითარა.
წარმატებები ჭკვიან და ნიჭიერ, სკოლის საამაყო და საყვარელ ბიჭს!
ანზორ, არ გაგნელებოდეს შემოქმედებითი პროცესი! პოეზია ყოფილილიყოს შენი გულის ნაწილი – შენი სისხლი და ხორცი“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება