სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრებას გაეცნენ 
29-03-2024
-
+


ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მნიშვნელოვან და საინტერესო დღეთა ნუსხაში კიდევ ერთი დღე ჩაიწერა.

თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული საგანის - „სამხედრო საქმე“, სწავლების სრულყოფისათვის, მე-9 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ლაშა გორდეზიანთან და სკოლის დირექტორის მ/შ ელისო ირემაძესთან ერთად, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. აღნიშნული ბრიგადის მეთაური ვიცე პოლკოვნიკი ირაკლი კალანდაძეა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებამ მოწესრიგებული, თანამედროვე, ტექნიკით, ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ადამიანური რესურსით აღჭურვილი ქვედანაყოფი მოინახულა. მათ მეგზურობა მაიორმა როინ მაკარაძემ და მასტერ-სერჟანტმა დავით მოსიავამ გაუწია. 

„განსაკუთრებით ამაღელვებელი ბავშვებისათვის ხსოვნის მემორიალი იყო, რომლის ხილვითაც მართლაც სხვანაირად ამაყი გავხდით. ამ მემორიალს ამშვენებდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, ეროვნული გმირის - ნიკიტინის გვარიც. დიდება მათ ხსოვნას
ბავშვებმა აღნიშნეს, რიმ წარმოდგენაც არ ქონდათ ასეთი ძლიერი ჯარი თუ გვყავდა და ასეთი საინტერესო თუ იყო სამხედრო ცხოვრება.
მშვიდობიან ზეცას ვუსურვებთ მთელ საქართველოს და მადლობა თავდაცვისა და განათლების სამინისტროს, ასევე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადას, მთელი შემადგენლობით, გულთბილი მასპინძლობისათვის. ვემსახურებით საქართველოს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება