სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ბრიტანეთის სააღდგომო ტრადიციებს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიუძღვნეს
29-03-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში ინგლისურ ენაზე სააღდგომო ღონისძიება ჩატარდა. მის ფარგლებში, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის - გაიანე უნანიანის ხელმძღვანელობით, წარმოდგენა - აღდგომის დღესასწაული და ტრადიციები ინგლისში, მოაწყვეს.

მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციებზე ინგლისურად ისაუბრეს, შეასრულეს სიმღერები და მოამზადეს ინგლისური ტრადიციული სააღდგომო კერძები. ღონისძიებას სკოლის დირექტორი - ანდრიას აბდოიანი და მასწავლებლები ესწრებოდნენ. დასასრულს, მოსწავლეებს გაიანე უნანიანმა სიმბოლური სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის, მასწავლებელს კი საინტერესო ღონისძიების მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა. უსურვა მათ მომავალში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა და წარმატებები. მოსწავლეებს სიგელები მანვე გადასცა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მომზადებული კერძები დააგემოვნეს. 

სკოლის დირექცია კმაყოფილია ინგლისური ენის მასწავლებლის, გაიანე უნანიანის, მუშაობით და მადლობას უხდის მას იმისთვის, რომ მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება