სიახლეები
სკოლები

„წლების შემდგომ მოსწავლე რომ შეგხვდება, გვერდი არ უნდა აგიაროს“ -ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ბოლქვაძე
29-03-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული რუბრიკა - „სამუშაო შეხვედრები პედაგოგებთან ფინჯან ყავასთან ერთად“, გრძელდება, ამჯერად კი საინტერესო კითხვებს ისტორიის მასწავლებელმა ნათია ბოლქვაძემ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ რუბრიკა, პროექტის - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“, ფარგლებში იმართება. პროექტის მონაწილეები ჟურნალისტების როლს ირგებენ და რესპოდენტებად საყვარელ მასწავლებლებს ირჩევენ.

ამჯერად, რუბრიკა უფროსი მასწავლებლის ნათია ბოლქვაძის ისტორიას გვაცნობს და მას სხვა რაკურსით წარმოგვიჩენს.

პედაგოგი 1981 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა, განათლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ისტორიის ფაკულტეტი, ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით დაასრულა. 

აღსანიშნავია, რომ ის პედაგოგობასთან ერთად, ესთეტიური ცენტრის -„ლაზერ ნიუსის“ მთავარი დირექტორია.

მისი საყვარელი ფრაზაა - „ნურასოდეს იტყვი იმას, რაც თავადაც არ გწამს“, საყვარელი მწერალი - ნოდარ დუმბაძე, საყვარელი ფილმი კი - „უდიპლომო სასიძო“. ოცნებობს, რომ არ იყოს ბოროტება დედამიწაზე.

როგორც სკოლაში ახასიათებენ, ის გამოირჩევა მომთმინების მაღალი უნარით, პასუხისმგებელობითა და მიმტევებლობით. არის მშვიდი, პოზიტიური და მზრუნველი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე მასწავლებლები: ხათუნა დეკანაძე, დარიკო მელაძე, ქეთევან დეკანაძე და თამილა დავითაძე გახლაცთ. მოსწავლეები კი -  ლუკა იაკობაძე, მარად ართმელაძე და ნინი იაკობაძე

გიზიარებთ ინტერვიუს უცვლელად: 

- რატომ ისტორიკოსობა?

- სკოლაში ისტორიას ოთარ ბოლქვაძე მასწავლიდა. უდიდესი პიროვნება და მასწავლებელია. მინდა გითხრათ, რომ ამ საგნის სიყვარული და შემდეგ მისი პროფესიად არჩევა, სწორედ მისი დამსახურებაა. ისე შემაყვარა საგანი და იმდენად დამაინტერესა ამ პროფესიით, სკოლა დავასრულე თუ არა, პედაგოგიურზე ჩავაბარე, ისტორიის ფაკულტეტზე. ზოგადად, ძალიან მიყვარს ისტორიული ამბები, ბავშვობიდანვე ვკითხულობდი ჩვენი წარსულის გმირულ ამბებს. მაინტერესებდა მსოფლიო ისტორია. ყველა ფაქტორი ერთდროულად გახდა იმის მოტივატორი,რომ მე დღეს ისტორიის მასწავლებელი მქვია.

- მასწავლებლობა თქვენთვის არის...

- უდიდესი პასუხისმგებლობა, ვალდებულება. ეს ნიშნავს, დაივიწყო სხვა ყველაფერი და ღირსეულად აკეთო შენი საქმე. თაობებმა ისე არ უნდა გაგიხსენონ, თავად შეგრცხვეს. წლების შემდგომ თუ შენი მოსწავლე ქუჩაში ან სადმე შეგხვდება, გვერდი არ უნდა აგიაროს ისე, თითქოს ვერ გიცნო. მეგობარი უნდა იყო მოსწავლის და აგრძნობინო ის პასუხისმგებლობა, რაც მას თავისი მომავალის შესაქმნელად სჭირდება. მასწავლებლობა ერთგვარი ვალია, ქვეყნის, სამშობლოს, მომავალი თაობების წინაშე.

- რომ არა,მასწავლებელი, ვინ იქნებოდით?

- ისევ მასწავლებელი, თუმცა, მე მაქვს ჩემი „მეორე საქმე“, რასაც სკოლის გარეთ ვაკეთებ. ეს ორი საქმიანობა იმდენად ავსებს ჩემს სულიერ მოთხოვნილებებს, სხვა თუ რამ არსებობს ამის იქეთ, აღარ ვფიქრობ.

- გიხარიათ...

- მიხარია ქუჩაში გაღიმებულ ადამიანებს, მზეს, ყვავილებს, ბედნიერ სახეებს როცა ვხედავ. ძალიან მაბედნიერებს, როცა ვინმე ვინმეს ახარებს. სხვისი სიყვარული და ბედნიერებაც მახარებს. დღეს ჩემი ყოფა მიხარია, რადგან ვარ შემდგარი პიროვნება. დედა, მეუღლე, შვილი. მშვიდობა, ქველმოქმედება და ნებისმიერი ადამიანის წარმატება მიხარია .

- გწყინთ...

- უმადური ადამიანების არსებობა. შეხედავ ადამიანს, თითქოს მოგეწონება. შემდეგ ურთიერთობაში აღმოაჩენ რომ რაღაც ისე ვერ არის. ასევე, მწყინს, როცა ადამიანები ტირიან.

- კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებთ, არის...

- კითხვები, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მუდმივად მაწუხებს. ხშირად პასუხგაუცემელ კითხვებზეც მიფიქრია. მუდმივად მინდა ადამიანებს რაღაც ისეთი ვკითხო. მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა,რაც გამუდმებით მაწუხებს არის ის, რომ რატომ არის უსამართლობა ქვეყნად?

- თქვენ თქვით, რომ ადამიანური ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია, თავად როგორი ხართ იქ, სადაც გიწევთ დროის გატარება?

- მაქსიმუმს ვცდილობ, ჩემი განწყობა კარს მიღმა დავტოვო. სადაც შევდივარ, ვცდილობ პოზიტივი შევიტანო. ვიზრუნო ადამიანებზე. არ შემიძლია, გავბრაზდე და ვინმეს ვაწყენინო. იშვიათად ხდება ასეთი რამ. ვცდილობ, არც სხვამ მაწყენინოს რადგან, არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო.

- თქვენი სუსტი და ძლიერი მხარე?

- ძლიერი - იმედს არასოდეს ვკარგავ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. სუსტი - მეამიტი ვარ.

- თქვენი ჰობი?

- მუდმივად ვზრუნავ ცხოველებზე. შემიძლია ქუჩაში მოვეფერო ძაღლს, კატას. ბავშვობაში ოჯახში იმიტომ მიბრაზდებოდნენ, რომ მიუსაფარ ძაღლებს ვაგროვებდი და გამოსაკვებად მალულად სახლში მიმყავდა.

- მთავარი, რასაც ადამიანში აფასებთ,არის?

- სიკეთე, სიკეთე და ისევ სიკეთე.

- ნათია მასწავლებელი არის?

- ადამიანი, რომელსაც წარსულში გახედვის არ ეშინია და მომავლის დიდი იმედი აქვს.

- თქვენ ახლა სხვები გისმენენ...

- უპირველესად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ამ პროექტის განხორციელებისათვის. ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად დააფასეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ყველას ვისაც ჩემი თუ სხვისი წარმატება ახარებს.

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ჩვენი ამ ქვეყნად მოსვლის მიზეზები კარგად გავათვითცნობიეროთ და მეტი სიყვარული ვთესოთ. ვასწავლოთ ბავშვებს სიყვარული, მივცეთ საშუალება უფრო მეტად განვითარდენ, მივიღოთ ისინი მათი შესაძლებლობების მიხედვით. ყველაზე დიდი სიხარული მასწავლებლისთვის, მისი მოსწავლის ბედნიერ მომავლის ხილვაა.

- მადლობა თქვენ!

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 















კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება