სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნულ რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს
29-03-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოწვევებში და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

ამჯერად, მე-11 და მე-12 კლასელები: თეკლა ცხადაძე, ანი მარდალეიშვილი, გიგი ფხაკაძე, გიორგი ქათამაძე, ერეკლე კალატოზი და მირიან ფაიქიძე, ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა GELi - საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის ორგანიზებით, საქართველოში 2023 წლიდან ტარდება. 

ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში. იგი დაარსდა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი.

ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე ტარდება 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 4 000-მდე მასწავლებელი და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

ოლიმპიადის სკოლის რაუნდი 17, 18 და 19 მარტს ჩატარდა - 17 მარტს თბილისის სკოლებისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში, 18 და 19 მარტს კი საქართველოს სხვა სკოლებისთვის სკოლებში.

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება. 

სკოლაში მოსწავლეების წარამტებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებას და ეროვნულ და შემდგომ საერთაშორისო ფინალურ რაუნდებში გამარჯვებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება