| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ ია გორგაძესთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ საგანმანათლებლო პროექტში „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“ მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანია გააღვივოს მოზარდებში ინტერესი კულტურული მემკვიდრეობისადმი, გააცნოს მოსწავლეებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა და პროფესიული თავისებურებები;
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „არქეოლოგია-პროფესია, რომელიც დროში გამოგზაურებს“. მოზარდები გაეცნენ არქეოლოგიური სამუშაოების სპეციფიკას, გონიოსა და პეტრას ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებს, შექმნეს თემატური ჩანახატები. შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა არქეოლოგმა კახაბერ ქამადაძემ, პრაქტიკულ სამუშაოს უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა