სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებისთვის, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასვლითი ღონისძიება მოეწყო
28-03-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები, დირექტორის მოადგილე - გ.ჩიხლაძე, მასწავლებლები - მ.ზიბზიბაძე, ნ.შვანგირაძე წყალტუბოს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდ ნაგებობას ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მათი მიზანი გეოგრაფიული გარსის მთლიანობის აღქმა, მდგრადი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის გააზრება, გარემოზე - კერძოდ წყალზე, ადამიანის საქმიანობის შედეგების შეფასება იყო.

ობიექტის ტერიტორიაზე სასკოლო საზოგადოების მეგზური ედიშერ გედენიძე გახლდათ. მან საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესი - თუ როგორ ხდება Ჩვენი ქალაქის მოხმარებული საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლებით დაბინაძურებული მდინარე წყალტუბოსწყალის გაწმენდა ყველას საინტერესოდ და დეტალურად გააცნო.

„მდგრადი განვითარების VI მიზანია სუფთა წყალი და სანიტარია. გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე წყლის რესურსების რაციონალური მართვა და გამოყენება ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. წყალტუბოს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა სრულად აკმაყოფილებს წყალტუბოს როგორც არსებულ, ისე უახლესი პერსპექტივის მოთხოვნას. ამ ობიექტის ფუნქციონირება ეკოლოგიურად ჩვენი ქალაქ - კურორტისთვის მნიშვნელოვანია.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ობიექტი“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება