სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფახულანის თემის N2 სკოლაში სურსათის უვნებლობასა და საკვების დანაკარგებთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა
28-03-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე გზა“ მდგრადი განვითარების მარტის თვის პრიორიტეტული, მე-17 მიზნის (SDG 17 - თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის) გათვალისწინებით, დაუკავშირდა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას - FAO Georgia, რომლის მიმდინარე პრიორიტეტული სამუშაო ფორმატი კლიმატის ცვლილებების, მიწის დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის და სხვა გარემოსდაცვითი საკითხების საპასუხო ინიციატივებზე და მოქმედებებზეა აგებული.

FAO-ს ორგანიზებით, ამჟამად მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - ENPARD IV-ის პროექტის ფარგლებში, ეკოკლუბს 26 მარტს სკოლაში ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენელი ეწვია. მან მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია, სურსათის უვნებლობასთან, საკვები პროდუქტების წარმოებასთან, პესტიციდებით ბიომრავალფეროვნების დაბინძურებასთან, საკვების დანაკარგებთან დაკავშირებით წარუდგინა. 

მონაწილეებს წინასწარ დაურიგდათ კომიქსებად აწყობილი პროგრამა, რამაც ხელი შეუწყო შეხვედრის ინტერაქტიული ფორმატით მიმდინარეობას. ეკოკლუბის წევრებმა მოისმინეს საინტერესო რეკომენდაციები, მსჯელობაში ჩაერთნენ, სადაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოავლინეს. გარდა ამისა, დღის წესრიგის გათვალისწინებით გაიხსენეს და ერთმანეთს გაუზიარეს არაერთი სიტუაციური მაგალითი, რაც უკავშირდებოდა ოჯახებსა და საოჯახო მეურნეობებში არსებულ რეალობას.

„მწვანე გზის“ თანამშრომლობითი კომუნიკაციის პირველი ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციის ქართულ წარმომადგენლობასთან, მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მომავალი ურთიერთობების განვითარებისთვის.
აღსანიშნავია ის სარგებელი, რაც „მწვანე გზამ“ მიიღო საერთო მიზნებისთვის თანამშრომლობის მიმართულებით - ეს არის წარმატებული კომუნიკაციის პრაქტიკა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის პრიორიტეტები თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან, რომელთა განხორციელება, ასევე, წარმოადგენს ეკოკლუბელების უმნიშვნელოვანეს ამოცანას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება