| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული პერსონაჟებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.
სასამართლო, VIIIგ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოაწყვეს და მას მასწავლებელი ლალი ბედუკაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საფუძვლად გიორგი ლეონიძის მოთხრობა - „მარიტა“, დაედო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მიზნად ისახავდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, არგუმენტირებული მსჯელობის, როლური ტექსტების შექმნის უნარების განვითარებას, ასევე, მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
მოსწავლეებმა შესანიშნავად გაითავისეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმეებისა და ნაფიცი მსაჯულების როლები. არგუმენტირებულად იმსჯელეს პრობლემურ საკითხებზე, გამოავლინეს ლიტერატურული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომის უნარი.
აღსანიშნავია, რომ პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა იმიტირებული პრესკონფერენცია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა