სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მამარდა ჩვენი სკოლის სიამაყეა!“- გიორგი მამარდაშვილის მშობლიური, თბილისის N115 სკოლა საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს
28-03-2024
-
+


26 მარტი, თარიღი, რომელიც საქართველოს ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერება, ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - დღის ერთ-ერთი მთავარი გმირის, მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მშობლიური, თბილისის N115 საჯარო სკოლა კი, განსაკუთრებით ამაყი და გახარებულია. 

სკოლის დირექტორის მ/შ-ს ეკატერინე აბრამიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი გამარჯვება საზეიმოდ აღინიშნა - აფრიალებული საქართველოს დროშები, გაჟღერებული ეროვნული ჰიმნი და საზეიმო ყიჟინა ისმოდა სკოლაში. 

სკოლაში ამაყობენ, რომ სწორედ ამ კედლებში აღიზარდა წარმატებული სპორტსმენი გიორგი მამარდაშვილი, მეკარე, რომელიც კბილებით იცავდა ჩვენს კარს, ძირითად დროში არც ერთი გოლი გაუშვია და მისმა მოგერიებულმა პენალტმა საბედისწერო როლი ითამაშა უდიდეს გამარჯვებაში. 

„ჩემი და პედაგოგების დიდი სურვილი იყო, რომ დღევანელი დღე N115 კოლისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული ყოფილიყო, ამიტომ პედაგოგებთან ერთად დავაორგანიზე ღონისძიება, სადაც გამარჯვება მივულოცეთ გიორგი მამარდაშვილს, მოსწავლებმა გააკეთეს პოსტერები, პლაკატები, შევასრულეთ საქართველოს ჰიმნი.

გიორგის კი, ვუსურვეთ კიდევ მრავალი წარმატება. მამარდაშვილი ჩვენი სკოლის სიამაყეა!!!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორის მ/შ ეკატერინე აბრამიშვილი. 

როგორი მოსწავლე იყო სახელგანთქმული მეკარე და როგორ ახასიათებენ მას სკოლაში შეგიძლიათ იხილოთ: „მამარდას“ გზა სკოლის მერხიდან ნაკრების გმირობამდე - „მან დაწერა საქართველოსა და ჩვენი სკოლის ისტორია“!

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება