სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამეტყველებული ბუნება ქართულ ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში“  - თივის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა
28-03-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

21 მარტს, თივის საჯარო სკოლაში, ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებლებმა - ქეთევან  ჯიბღაშვილმა და მაკა ტურიაშვილმა, ასევე ბიოლოგიის პედაგოგმა - ია ჟონჟოლაძემ ინტეგრირებული პროექტის - „ამეტყველებული ბუნება ქართულ ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში“  პრეზენტაცია მოაწყვეს. 

პროექტი განხორციელდა მე-4, მე-5 კლასების ბაზაზე. მთელი პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ, სამუშაო პროცესი ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.  

მოსწავლეებმა ქართული ენის კათედრისთვის შექმნეს ხელნაკეთი წიგნები - „ვაჟა“, სადაც ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებებიდან არის გადატანილი და გაცოცხლებული პერსონაჟები, ასევე  ბუნებისმეტყველებისთვის - „ბუნება ჩვენი მკურნალია“, სადაც წარმოდგენილია ტყის მცენარეები,  რომელებსაც სამკურნალო საშუალებად ვიყენებთ. 

21 მარტი, როგორც  ტყის საერთაშორისო დღე, ასევე, ხის დარგვის საერთაშორისო დღეცაა. ამიტომ ამავე დღეს, მოსწავლეებმა იზრუნეს ეზოს გამწვანებაზე და ჩვენი სკოლის ეზოს კვიპაროსის ხეები შემატეს.

სკოლაში მადლობას უხდიან სკოლის დირექტორ გიორგი ხატიაშვილს, ხელშეწყობისა და პროექტის მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება