| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უნარების წახალისებას ემსახურება.
საინტერესოა ლიტერატურული ღონისძიებები, სადაც მოსწავლეებს შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა აქვთ.
ახლახან, გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში აღნიშნეს პოეზიის დღე. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს ქართულ, სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს.
სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი სასნუჰი კიურეღიანი და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა ასეთი კარგი საღამოსთვის. ლამაზი ღონისძიებისთვის მოწაფეებს მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორის მოადგილე ლეილი მარკოსიანმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა