| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს პრაქტიკული დავალებებითა და ექსპერიმეტებით სწავლობენ. მოსწავლეები იძიებენ, იკვლევენ და საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებენ.
მათ შორის, დმანისის №2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - გ.ბლუდოვას ხელმძღვანელობით, ჩატარდა ექსპერიმენტი - „ანტისხეულების და ანტიგენების ურთიერთქმედების შედეგად, სისხლის ჯგუფების თავსებადობის დადგენა“.
მოსწავლეებისთვის ექსპერიმენტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
„მოსწავლეები დონორიდან მიმღებზე სისხლის გადასხმისას აშკარად იყვნენ დარწმუნებულები სისხლის ჯგუფების თავსებადობისა და შეუთავსებლობის შესახებ“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა