სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლაში STEM კლუბი წარმატებით მუშაობს
28-03-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა.

სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, 2023 -2024 სასწავლო წელს ქვემო ქართლის რეგიონის 10 სკოლას შორის ერთ-ერთია, რომელიც STEM კლუბების დაარსებისა და ფუნქციონირების მხარდამჭერ პროგრამაში შეირჩა.

STEM კლუბში IV-VI კლასის 10 მოსწავლეა ჩართული, კლუბის მუშაობას ბიოლოგიის მასწავლებელი - თამარ შავაძე და კიდევ სამი მასწავლებელი -  სოფო მელაძე, ნანული გობაძე და გურამ შავაძე ხელმძღვანელობენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში. მათ STEM განათლება - კლუბ „ჩხირკედელას“ ხელმძღვანელმა კახა ჟღენტმა უმასპინძლა. მან მოსწავლეებს თეორიული ცოდნა გაუზიარა, შემდეგ კი მოსწავლეებთან ერთად, STEM უნარების განვითარებისთვის საჭირო აქტივობები პრაქტიკულად გაიარა.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული აქტივობა არის საუკეთესო საშუალება მოსწავლეებში STEM უნარების განვითარებისთვის და STEM პროფესიებით დაინტერესებისთვის, ასევე, სკოლაში STEM მიმართულების გაძლიერებისთვის და სკოლასა და უნივერსიეტეტს შორის თანამშრომლობის გამყარებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება