| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათ ინფორმირებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.
21 მარტს - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ტყის საერთაშორისო დღე და პოეზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, მოეწყო თემატური სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები.
22 მარტს ბავშვებმა უკვე წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და მოფრთხილების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ღონისძიება-აქტივობების ციკლი 27 მარტს ლიტერატურული ღონისძიებით დაგვირგვინდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს მსოფლიოში ცნობილი საბავშვო მწერლების მოთხრობები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული აქტივობის მიზანი მოსწავლეებში სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო.
აღნიშნულ აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასის პედაგოგები: ია ზურაბაშვილი და ელენე დავითაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა