სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპელი ავტორების ნაწარმოებები განიხილეს
27-03-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ევროპელი ავტორების ნაწარმოებების ერთობლივი კითხვის დღე მოეწყო.

მოსწავლეებმა წაკითხული ნაწარმოებებისგან მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და საინტერესო დისკუსია გამართეს.

მე-10 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“, იმსჯელეს ტექსტში წამოჭრილი პრობლემების შესახებ, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ფაქტები დააკავშირეს 21-ე საუკუნესთან.

შეხვედრის ბოლოს ჩაინიშნა კიდევ ერთი ევროპელი მწერლის, შტეფან ცვაიგის მოთხრობის „ამოკით შეპყრობილის“ განხილვა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს წიგნების მიმართ სიყვარულს უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება