| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ქართველი მხატვრები“ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს ისეთი ცნობილი და გამორჩეული მხატვრების შესახებ როგორებიც არიან: ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი.
მე-7 კლასელებმა ისაუბრეს, თუ რა გამოარჩევს თითოეულ მხატვარს სხვებისგან. მათი შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ მოძიებული საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობა ბავშვებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა