| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა შემოქმედებით კონკურსსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები მხატვრული კითხვის კონკურსის მე-2 (ფინალური) ტურში მონაწილეობდნენ.
კონკურსი სამ ასაკობრივი ჯგუფის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) მოსწავლეთათვის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის არაჩვეულებრივ გარემოში ჩატარდა და მასში 82 მოსწავლე იყო ჩართული.
კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
აღნიშნულ კონკურსში, თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
სკოლა მოსწავლეებს ულოცავს მიღწევებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა