სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა პოეტთან საინტერესო, შემოქმედებითი შეხვედრა გაიმართა
27-03-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „ნიკე“ აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო შეხვედრებს აწყობენ.

ამჯერად, კლუბ „ნიკესა“(ხელმძღვანელი: მაია არახამია) და ჩხორიის სასოფლო ბიბლიოთეკის (ხელმძღვანელი: ინგა ფიფია) ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა, ახალგაზრდა პოეტ ნინო ქანთარიასთან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნინიკო ქანთარიასთვის 21-ე საუკუნის ქართული პოეზია იმედიანი, მანუგეშებელი და სევდიანია, მისთვის ადამიანური ღირებულებები უმთავრესია, ამიტომაც არაერთ ლექსში გრძნობს უფალთან მიახლოებას. ეს ყოველივე მის ერთ-ერთ ლექსში კარგად იგრძნობა:

„გავუძლებ ჯვარცმას,
ღალატს და წყენას,
წაიღე რაც მაქვს,
დამრჩება რწმენა.“

„როცა ნინიკოს ლექსებს ვეცნობით, ვხედავთ პოეტის სწრაფვას სრულყოფილი სამყაროსკენ, სადაც ცას ღილი წყდება და ღიმილი რიგდება, სადაც მზე ვერ ეტევა, სადაც სულ სიყვარულს ხედავს თვალი, სადაც სიხარულით ფრთებს შლი, სადაც, სადაც, სადაც...“, - გვიყვებიან სკოლაში.

პოეტის ლექსების მიხედვით, არაერთი მუსიკა დაიწერა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიტორ გოჩა ჭაბუკაიძის ამღერებული ლექსი „მიყვარხართ!“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ კომპოზიტორმა გოჩა ჭაბუკაიძემ მის შესახებ სოციალურ ქსელში წერილიც კი გამოაქვეყნა: 

„ძვირფასო მსმენელებო, გულშემატკივრებო, მეგობრებო და უბრალოდ ჩემი მოკრძალებული გვერდის სტუმრებო!!! დღეს წარმოგიდგენთ სიმღერას, ამჯერად უკვე საკუთარი ვიდეოკოლაჟით სახელწოდებით „მიყვარხართ!“, დარწმუნდებით რამხელა გრძნობა და ემოციები აქვს ჩადებული ჩემს უნიჭიერეს და კეთილშობილ მეგობარს ნინიკო ქანთარიას. ძნელია ამხელა გრძნობის მუსიკალურად გადმოცემა. მე ასეთი რთული ლექსი ჯერ არ შემხვედრია. მაგრამ ღმრთის მადლით დავასრულე და თუ რა გამოვიდა ამ დიდი გრძნობით ნათქვამი სიტყვების ამღერებით, როგორც ყოველთვის, შეფასება ახლაც მხოლოდ თქვენთვის მომინდვია, საუკეთესო სურვილებით გლოცავთ ყველას, ავტორს, მსმენელს და გამზიარებელს.

სიყვარულით და პატივისცემით გოჩა ჭაბუკაიძე“, - აღნიშნულია წერილში.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა პოეტს საინტერესო შეკითხვები დაუსვეს. მოსწავლეებმა: ანასტასია მიქავამ და თამარ როგავამ წაიკითხეს ნინო ქანთარიას ლექსები, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

საღამომ ნაყოფიერად ჩაიარა.

ეს დღე იქ მყოფ თითოეულ ადამიანს დიდხანს ემახსოვრება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






                                           






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება