სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პროფესია, რომელსაც ვირჩევ“ - მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს
27-03-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ახალგაზრდების პროფესიის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მოზარდ თაობას უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება, მიმბაძველობით, სხვისი ინტერესით არჩეული პროფესია, ყოველთვის ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იწვევს. შეიძლება გქონდეს ისეთი არჩევანი, რომელიც, არ გიყვარს, არ გაძლევს შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას - სწორედ ამ მოტივით მოსწავლეებმა საინტერესო კვლევაზე იმუშავეს. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მეორე სემესტრში, მოსწავლეთა თვითმმართველობა ახორციელებს პროექტს - „პროფესია, რომელსაც ვირჩევ“, რომელიც სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლადაა მიმართული.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ მშობლების ჩართულობა პროფესიის არჩევაში დიდია, რადგან მშობლები ცდილობენ მათთვის სასურველი პროფესია აარჩევინონ შვილებს.

კითხვაზე: არის თუ არა საჭირო მეტი ინფორმირებულობა სხვადასხვა პროფესიაზე? - მოსწავლეების 80%-მა დადებითი პასუხი გასცა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელება და კიდევ მარავალი აქტივობა გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება