| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ, მოსწავლეებს ისეთი საგაკვეთილო პროცესში შესთავაზონ, რომ მათი ინტერესი და აქტიურობა გამოიწვიონ.
ამის ნათელი მაგალითია, კომპლექსური დავალება, რომელზეც IIგ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაში იმუშავეს.
„რა უყვართ ბავშვებს“ - ეს იყო დავალების თემა, რომლის პრეზენტაცია მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს.
უფროსების მიბაძვა, დიდების საქმის კეთება, თავიანთ ფანტაზიებში ყოფნა, ბავშვური სამყაროს შექმნა - ყოველივე ეს პოსტერებით გამოხატეს პატარებმა და თაავიანთი შემოქმედებითი წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პოსტერები იყო ფერადი და მრავალფეროვანი, პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
გაკვეთილს მასწავლებელი მადონა სულაქველიძე ხელმძღვანელობდა, კლასი დამრიგებელი კი იზა დავგულიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას კათედრის გამგე ელისო მეტრეველი ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა