| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დედა უკვდავია“, რომელშიც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სკეტჩები გაითამაშეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბევრი ღიმილით, საჩუქრებითა და სიყვარულით იყო დატვირთული.
ღონისძიება ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, მშობლებსა და დამრიგებლებს: ნაზიბროლა აბაშიძესა და სოფიკო ბოლქვაძეს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების მოწყობა/ჩატარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა