სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი თაობა, ნათელი ფერებით“ - კოდის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
27-03-2024
-
+


ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში გრძელდება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

22 მარტს, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი თაობა, ნათელი ფერებით“, ფარგლებში, VII კლასის მოსწავლეებმა სახალისო და ამასთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს I კლასის მოსწავლეებთან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, დირექტორი ლალი შიხიაშვილი, ექიმი, სკოლის თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენის შესახებ.

პრეზენტაციები ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ჯანსაღი ცხოვრების წესი; ჰიგიენა; პირადი ჰიგიენის ნივთები და მათი მოვლა; პირის ღრუს მოვლა და ა.შ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარების აქტიურობამ და მათმა ცნობისმოყვარეობამ პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით შეხვედრა მართლაც სახალისო და საინტერესო გახადა.

I კლასის თითოეული მოსწავლე დასაჩუქრდა ჰიგიენისა და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც თავად VII კლასის მოსწავლეებმა მოუმზადეს და გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფასილიტატორები: ანა პაპაშვილი და ლელა მინაძე გახლავთ. 

„ვიზრუნოთ ჯანსაღ გარემოზე“ - ამ გზავნილით, მოსწავლეებს ჰიგიენაზე ზრუნვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ მოუწოდეს. 

აქტივობაში, მონაწილეობდა კოდის საჯარო სკოლის თვითმმართველობის სამოქალაქო განათლების კლუბი და პედაგოგები: დალი გაბრიჭიძე, ანა პაპაშვილი და ლელა მინაძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება