| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა, პედაგოგების: ხ. ჩუბინიძისა და დ. კუჭუხიძის ხელმძღვანელობით, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია მოაწყვეს.
კონფერენციაზე მათ ტუბერკულოზის გავრცელებისა და მისი პრევენციის შესაძლებლობების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
ბავშვებმა აღნიშნულ თემებზე საინტერესოდ ისაუბრეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 24 მარტს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1882 წელს, გერმანელმა მეცნიერმა, რობერტ კოხმა, ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა