| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ეკოკლუბისა და თვითმმართველობის გუნდის ორგანიზებით ჩატარდა.
სპეციალისტი მოსწავლეებს დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ესაუბრა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა აღნიშნა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება, დაავადებასთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ამაღლება და სტიგმის დაძლევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა