სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კინოკლუბში, ტრადიციულად, ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართა
26-03-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ქართული კინოხელოვნების ნიმუშებს ეცნობიან. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს კინოკლუბი, სადაც ტრადიციულად გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება.

მოსწავლეებმა ამჯერად „ბაში-აჩუკი“ ნახეს. 

ფილმი გადაღებულია 1959 წელს, რეჟისორ ლეო ესაკიას მიერ.

აკაკი წერეთლის ისტორიულ მოთხრობას, რომელიც ბახტრიონის ბრძოლას (აჯანყებას) ეძღვნება მე-8 კლასის მოსწავლეები პროგრამულად ეუფლებიან.

შესაბამისად, ფილმის ეკრანულმა ვერსიამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მოსწავლეებმა სკოლის დირექტორთან - ლალი მელივასთან, პედაგოგებთან: ლეილა თვალაბეიშვილთან, სოფიკო გორგილაძესთან და ანნა ხელაიასთან ერთად განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის: ისტორიული სინამდვილე, გმირები, გამოგონილი პერსონაჟები, ქვეყნის მტერი და მეგობარი სახელმწიფოები.

თანამედროვე გეოპოლიტიკური სამყარო, საინფორმაციო ომი, ხელოვნური ინტელექტი და ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რაც ადამიანის, ქვეყნის თავისუფლებასა და მშვიდობიანი გარემოს მშენებლობისთვის არის მიზანშეწონილი.



იხილეთ ფოტოები:

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება