| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორიო კონკურსსა და ოლიმპიადაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორის იყო ფრანკოფონის კვირეული 2024-ის ფარგლებში ჩატარებული კონკურსი, რომელშიც სკოლის V კლასის მოსწავლე ნუცა რიჟამაძე წარმატებით მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონის კვირეული 2024-ის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა, გაიმართა კონკურსები მოსწავლეებისთვის, რომელთა მთავარი თემა სპორტი, გასტრონომია, ცეკვა, ლიტერატურა, კინო იყო.
ინდივიდუალურ კონკურსში ფრანგულენოვანი მოსწავლეებისთვის (8-13 წელი), რომელიც ოლიმპიური თამაშებს ეხებოდა, გაიმარჯვა სკოლის V კლასის მოსწავლემ ნუცა რიჟამაძემ (პედაგოგი ნონა ბეროშვილი).
საქართველოში, საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე წულაძისა და ბელგიის ელჩის მიშელ პიტერმანსის თანდასწრებით 2024 წლის ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ამ გამარჯვებას ულოცავენ.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა