სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „დედამიწის საათს“ ვიდეომიმართვით გამოეხმაურნენ
27-03-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები გარემოსდაცვით აქტივობებსა და ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ბიოლოგიის პედაგოგის ხელმძღვანელობით, სკოლის მოსწავლეებმა „დედამიწის საათი“ აღნიშნეს. მათ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს რაოდენ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

„არის რამდენიმე გზა, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში. ყველაფერი კი, პირველ რიგში ცნობიერებით იწყება, გვემატება პასუხისმგებლობის გრძნობაც და ვიწყებთ ფიქრს, როგორ ვიზრუნოთ გარემოზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა საინტერესო ვიდეორგოლები ჩაწერეს, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებას დედამიწის გაფრთხილებისკენ მოუწოდეს.

„დედამიწის საათი“ - ერთიანობის და იმედის სიმბოლო. კლდეეთის საჯარო სკოლა და ეკოკლუბელები, ვუერთდებით ამ გამოწვევას და მოგიწოდებთ, ყველას: „ჩააქრეთ შუქი და აჩუქეთ დედამიწას ერთი საათი!“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები გარემოზე ზრუნვასა და მის მოფრთხილებას სწავლობენ.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება