სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულმა იუნკერებმა მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს
28-03-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამხედრო, აკადემიური უმაღლესი განათლების შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებთან გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა - გიორგი ედიშერაშვილმა, დემეტრე ჩხაიძემ და ვალერი სიხუაშვილმა ჩაატარეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იქ არსებული ყოველდღიური ცხოვრების აღწერა.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ეროვნული აკადემიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მაღალი ეთიკის, მორალის და ღირსების მქონე ოფიცერთა კორპუსის შექმნა, რომელთაც ამავდროულად ექნებათ უმაღლესი აკადემიური განათლება.

შეხვედრის დასასრულს იუნკერებმა მიმართეს მოსწავლეებს და აუხსნეს, რომ მეფე თამარის სახელობის გიმნაზიაში მიღებული განათლებით და შეძენილი პატრიოტული თვისებებით სკოლის მოსწავლეები შეძლებენ, ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, პროფესორი ნათელა კაპანაძე, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე საკითხთა ორგანიზატორი ნათია პაპინაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება