| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
მოსწავლეები პედაგოგის ხელმძღვანელობით, სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.
სოლიდარობის აქციის ფარგლებში, სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის - მარიამ სიხარულიძის ხელმძღვანელობით, ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს.
მათ ასევე შექმნეს ნახატი - „სურვილების ხე“. აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა