სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
27-03-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად, სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 მარტს, მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებისთვის წყლის რესურსების დაზოგვისა და მოფრთხილების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია ჩატარდა. 

„მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში პრეზენტაციის საშუალებით, საგაკვეთილო პროცესთან ერთად, დაწვრილებით შევძელით წყლის უნიკალური და საოცარი თვისებების შესახებ გვესაუბრა და გავცნობოდით უნიკალურ მასალებს, რომელიც ეყრდნობოდა 12-წლიან მუშაობას და 10 000 ცდისეულ ფაქტს. ამ ფაქტების მეცნიერული ახსნა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.თურმე წყალს გააჩნია მეხსიერება! მეხსიერება ნიშნავს, რომ წყალს შეუძლია შეინახოს ინფორმაცია. წყალზე ზემოქმედება შეუძლია ყველაფერს, მათ შორის მუსიკასაც! ეს ზემოქმედებები მასში აისახება, ფიქსირდება და გამოვლინდა ცდით. წყლის გაყინვის შემდეგ ზემოქმედების ხასიათი მისი კრისტალების ფორმებშია ასახული. წყლის ეს თვისება საოცრადაა გამოყენებული ჰომეოპათიაში. ნაკურთხ წყალშიც იგივე მოვლენა ხდება - სასიკეთო ინფორმაციის დამახსოვრება“, - გვიყვება მოსწავლეთა პედაგოგი.

დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და დისკუსიებით გამოირჩა. ინტერესი მაღალი იყო, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია ახალგაზრდებისათვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მათი მხრიდან კითხვებიც მრავლად დაისვა.

„ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაიარა სწავლების პროცესმა და შედეგზეც გავედით. კიდე უფრო გაიზარდა ინტერესი ბიოლოგიის მიმართ. მადლობა ახალგაზრდებს სიღრმისეული დაინტერესებისათვის“,- აღნიშნავს მოსწავლეთა ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება