სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
27-03-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-5გ კლასის მოსწავლეებმა (ქართულის მასწავლებელი სალომე ქობალია, დამრიგებელი თამთა თუთბერიძე) საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიის, წყლის სასარგებლო თვისებების, მისი გამოყენების, დაბინძურებისა და დეფიციტის შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები და ლექსები, დახატეს ნახატები, მორწყეს ყვავილები, მოაწყვეს აქცია და დაარიგეს წყალი სკოლაში, იმსჯელეს, ისაუბრეს წყალთან დაკავშირებით სხვადასხვა თემაზე და გაერთიანდნენ ლოზუნგის: „არა წყლის დაბინძურებას!“ „წყლის დალევა ჯანმრთელობის საწინდარია!“ გარშემო.

„22 მარტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყალი ადამიანის, ცხოველის, მცენარის არსებობისთვის. ასევე, რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის ეკონომიურად და რაციონალურად გამოყენება და ასევე რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. დღეს, მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება