სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები წიგნში დაიბეჭდა
20-03-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

მათ შორის, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „თანამედრივე გალაკქტიონი“. მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებს მალევე აცნობეს, რომ ოთხივე მონაწილე - ეკა მგელაძე, თამარ სალთხუციშვილი, ნინო ბაგაევი და მირანდა ელიზაროვი მათი რჩეულები გახდნენ და მოსწავლეთა ნაწარმოებები შევიდოდა წიგნში, რომელიც დაიბეჭდებოდა.

16 მარტს ვანის მუცინიპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ როგორც ოქროს სიგელები, ასევე წამახალისებელი სიგელები, აქტიური მონაწილეობისათვის და წიგნები, სადაც მათი ნაწარმოებებია შესული.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატორთა კავშირს არც მასწავლებლები - თამუნა ბრეგვაძე და ნათია ფერაძე და არც დირექტორი სტელა გიგოლაევა დაუტოვებიათ უყურადღებოდ. ისინი დასაჩუქრდნენ წიგნებით და განსაკუთრებული აქტიურობისთვის მადლობის სიგელებით.

„არეშფერანის საჯარო სკოლა უღრმეს მადლობას უხდის საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირს, მის აკადემიკოს თავმჯდომარეს - გარი ჩაფიძეს და თავმჯდომარის მოადგილეს, პროფესორ - ნინო კაკიაშვილს. ასევე, უღრმესი მადლობა პოეტის სახლ-მუზოეომის ხელმძღვანელობას, გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის. გამორჩეული მადლობა პროექტის მონაწილე მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს. გასვლითი დღის ორგანიზატორებს - თამარსა და ნათიას და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა სკოლის დირექტორს, მოსწავლეთა ინტერესების დამცველს - სტელა გიგოლაევას. მომავალი ჩვენია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პიროვნება
სკოლები
სკოლაში მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას -  „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეხვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ციალა გულედანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება