სიახლეები
სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობაა - 25 მარტის მონაცემებით, 12 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული
25-03-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. 

ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ კი მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

2019 გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 25 მარტის მონაცემებით:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი  600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 1700 -ზე მეტმა  აპლიკანტმა შეავსო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია 2019 წლის ,,ცნობარში აბიტურიენტებისათვის“

რეგისტრაციისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე  გამოიცა სპეციალური კალენდარი, რომლის საშუალებით აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებისა და  გამოცდებთან დაკავშირებული სხვა  მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. კალენდრები სკოლებსა და რესურსცენტრებს ურიგდებათ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს  მართვას  საქართველოს  სხვადასხვა ქალაქში. შეხვედრაზე აბიტურიენტებსა  და დაინტერესებულ პირებს  ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ინსტრუქციებსა და გამოცდის პროცედურებს დეტალურად აცნობენ.

როგორც რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს. 

„წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა წინა წლებში დაასრულეს, ასევე ისინი, ვინც დაასრულეს 12 კლასი, თუმცა ატესტატი არ ჰქონდათ, წელს მათაც შეეძლებათ გამოცდაზე რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალი აქტივობაა. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება და მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი დროულად, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. ბოლო წუთებში უფრო მეტად იმატებს ნერვიულობა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

როგორ ნერგავს სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს სასკოლო განათლებაში

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

უქმდება თუ არა ეროვნული გამოცდები ? - კითხვას განათლების მინისტრი პასუხობს 

დაფინანსება უნივერსიტეტებზე გადანაწილდება იმის მიხედვით, პროფილურად რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნა იქნება - კიდევ რა იცვლება რეფორმის შედეგად

პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისთვის ვებინარი ჩატარდება - დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და საზეიმო, სასწავლო-შემეცნებით თუ სახალისო აქტივობები დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს
 

„შემოქმედებითი აქტივობა იდეალურია შემოდგომის სილამაზის უკეთ აღსაქმელად“

„ყველა პირველკლასელს ვულოცავთ ანბანის შემობრძანებას და ვუსურვებთ საუკეთესო მოსწავლეობას

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება