სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კონფლიქტების მოგვარება - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
21-12-2018
-
+


სკოლის ასაკში მოზარდებს შორის კონფლიქტი ხშირად ხდება. ფსიქოლოგების აზრით, კონფლიქტური სიტუაციების ღირსეულად მოგვარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ - ჩვევაა, რომლის გამომუშავებაზეც უნდა იზრუნოს, როგორც სკოლის პედაგოგმა, ასევე მშობელმა. 

ფსიქოლოგების აზრით, სკოლის ასაკი არის ყველაზე რთული პერიოდი მოზარდისთვის და ამ დროს ისინი განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებენ. შესაბამისად, როდესაც მოსწავლეებს შორის კონფლიქტების მოგვარებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ მეტი სიფრთხილე და რაც მთავარია სამართლიანობა გმართებთ.

ბავშვის მხრიდან აგრესიის გამომჟღავნება თანატოლის მიმართ, შესაძლებელია სულაც არ ნიშნავდეს უბრალოდ ცუდ ქცევას. ხშირად მოზარდმა არ იცის, როგორ გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა. შესაბამისად, მხოლოდ საყვედურმა და იმის აღნიშვნამ, რომ ის ცუდად იქცევა და მსგავსი აგრესიის გამომჟღავნება არ შეიძლება, შესაძლებელია, სულაც არ მიგვიყვანოს იმ შედეგამდე, რაც გვინდა. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ბავშვის აგრესიული ქცევის შესაცვლელად, უმნიშვნელოვანესია ვასწავლოთ მას როგორ მოიქცეს კონფლიქტურ სიტუაციაში. 

როდესაც კონფლიქტი ხდება ორ მოზარდს შორის, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა და არ არის საგანგაშო, იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ასაკში სწავლობენ ურთიერთობებს, პრობლემების მოგვარებას, საკუთარი პრინციპების დაცვას. თუმცა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა და სკოლის პედაგოგმა სწორი მიმართულება მისცეს მოზარდებში აზროვნების ჩამოყალიბებას.

სპეციალისტები კონფლიქტების შემცირებისა და ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, მშობლებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევენ:

  • გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები - არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვისთვის საუკეთესო მაგალითი ხართ. იყავით მოზომილი, როდესაც მას შენიშვნას აძლევთ. ყვირილითა და დარტყმით მას ვასწავლით, რომ გაბრაზებისას შესაძლებელია და ნორმალურია ასე მოქცევა;
  • გაარკვიეთ რატომ მოუვიდა თქვენს შვილს კონფლიქტი - არ დაიზაროთ და მოუსმინეთ მას. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად შეეცდებით გაიგოთ სიმართლე, გაარკვიოთ კონფლიქტის მთავარი მიზეზი. მოზარდი უნდა ხედავდეს, რომ თქვენი მთავარი მიზანი მისი დასჯა და შენიშვნის მიცემა არ არის;

  • ასწავლეთ, როგორ მოიქცეს სხვა დროს მსგავს სიტუაციაში - მოუყევით საკუთარი მაგალითი. ასწავლეთ რომ კონფლიქტების მოგვარება ხელჩართული ბრძოლით არ ხდება; 

  • ასწავლეთ ბავშვს შეცდომის აღიარება და პატიების თხოვნა - მან უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვების დროს სირცხვილი არ არის ბოდიშის მოხდა, და ეს მის თავმოყვარეობას კი არ შელახავს, არამედ პირიქით- შეცდომის აღიარებისა და პატიების თხოვნის უნარი ადამიანის ერთ-ერთ დადებითი თვისებაა;

  • ასწავლე იყოს კეთილი და შემწყნარებელი - მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს მოექცეს სხვებს ისე, როგორც უნდა, რომ მოექცნენ მას. ეს წესი ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარება. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და არ აქვს უფლება დაჩაგროს სხვა.

გახსოვდეთ, რომ მშობლებს ყველაზე რთული როლი გაქვთ თქვენი შვილის ცხოვრებაში. თავისით ისინი ვერ ისწავლიან კონფლიქტების ღირსეულად მოგვარებას, ამიტომ არ დაიზაროთ და დაუსვით შესაბამისი კითხვები, რათა დაეხმაროთ მათ საკუთარი შეცდომების გააზრებაში და შეახსენეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია კონფლიქტის სათანადოდ მოგვარება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ინ კი მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა ელით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება