სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი თლუღის საჯარო სკოლაში
06-03-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. 

სკოლაში თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ოკუპაციის კვირეულისა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. საბჭოთა ოკუპაციის გასააზრებლად, მოსწავლეებმა ინფორმაცია საბჭოთა დღესასწაულების შესახებ მოისმინეს და იმსჯელეს, როგორ და რატომ შეიცვალა მნიშვნელობა დღესასწაულებმა.

გარდა ამისა, მე-7 კლასის მოსწავლე გაბრიელ კობახიძემ სასწავლო პროექტის შედეგები წარადგინა, რომელიც სოფელ თლუღის დემოგრაფიულ ვითარებას ეხებოდა. მოსწავლეებმა იმსჯელეს არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზები განიხილეს. პროექტის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის გენდერულ ბალანსზეც ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ქალთა დღისადმი მიძღვნილი აქტივობები განახორციელეს. ნაკიანი წელიწადის აღსანიშნავად კი სახალისო პოსტერები შექმნეს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო აქტივობები მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობითა და მოსწავლეთა ჩართულობით, განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება