სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იქ, სადაც კითხვები პასუხებად იქცევა, ხოლო ყოველი დღე - ახალ აღმოჩენად“ -კრწანისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო სასწავლო პროცესი
12-11-2026
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო თავგადასავალია, რომელიც სავსეა ახალი აღმოჩენებით, კვლევა-ძიებითა, ახლის შეცნობის სურვილით. მათი ინტერესის მიღმა არ რჩება არც მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

27 ოქტომბერს მე-4 კლასელებმა დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი გაიხსენეს და აღნიშნეს მისი როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. საბავშვო მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კედლის გაზეთიც მიუძღვნეს და მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. 

„იქ, სადაც კითხვები პასუხებად იქცევა, ხოლო ყოველი დღე - ახალ აღმოჩენად“,- ასე აფასებენ IVა კლასში მიმდინარე სასწავლო პროცესს სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა შემოქმედებითი მიდგომები. 

სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ პედაგოგები - მანანა კოვზირიძე და ელიზა ნემსაძე.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება