სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრმა ცვლილებების ახალი დოკუმენტი წარადგინა
05-03-2024
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს საზოგადოებას  ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვას წარუდგენა. მინისტრმა, სტუდენტებისთვის შექმნილ სპეციალურ პროგრამებზე, ბანაკებზე და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების მხარდაჭერაზე საგრანტო პროგრამებსა და ანაზღაურებად სტაჟირებაზე გაამახვილა ყურდღება. 

აღსანიშნავია, რომ გაიმარტება მასშტაბური - 3 თვიანი ახალგაზრული ფესტივალი, რომელიც ჯამსი 25 ათასამდე სტუდენტს მოიცავს. . ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გაიმარტება კონცერტები, მუსიკალური საღამოების ადაც მოწვეულნი იქნებიან ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები და საკლუბო სივრცის ცნობილი არტისტები. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტებში სტუდენტთა ინტერესების მიხედვით სხვადასხვა კლუბს მისცემს განვითარების შესაძლებლობას.

„ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა სხვადასხვა იდეის გაცვლის, როგორც მთავრობის ან სხვა წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის. ნიშვნელოვანია, გარდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისა, სტუდენტებს შევუქმნათ დამატებითი შესაძლებლობები, რომელიც მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ინტერესების მიხედვით, იდეათა გაცვლის საფუძველზე გარკვეული მოღვაწეობა განახორციელონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

მისივე თქმით, წელს ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში, რაშიც 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება.

„რა თქმა უნდა, ბანაკები არის და იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდებისთვის. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დაგვეტვირთა შინაარსობრივად და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, წელს აღნიშნული ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება ამ მიმართულებაში, სადაც ასევე 400-მდე ახალგაზრდა იქნება დასაქმებული.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გვინდა რომ შემოვიტანოთ, არის, რომ შინაარსობრივად ბანაკებში გატარებული დრო, გვინდა რომ უფრო შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დავტვირთოთ, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების,ხელოვანების, მომღერლების თუ მწერლების მიყვანით, რომ უფრო აქტიური საბანაკე პერიოდი გაატარონ ჩვენმა ახალგაზრდებმა და არ იყოს ეს მხოლოდ იმ დღიური დღის წესრიგით დატვირთული აქტივობებით, რომელსაც ბანაკი მოიცავს. ამ კუთხით წელს რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბური გვექნება“, - განაცხადა მინისტრმა

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ განათლების სამინისტრო ერთი მხრივ, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.

„ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩავარდნა გვქონდა და ათწლეულებია, მსგავსი საგრანტო მიმართულებები არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საგრანტო პროგრამა, რომელიც ორ კომპონენტიანია - ერთი მხრივ, ეს არის მცირე საგრანტო პროგრამა, რომელიც მთლიანად გათვლილია რეგიონში მყოფ ახალგაზრდებზე, რომ ეს მიმართულება არ გამოგვრჩეს. ყველა პროექტი, რომელსაც წარმოადგენენ, შევეცდებით, დავაფინანსოთ. ერთი პროექტის ღირებულება იქნება 15 ათასი ლარი.

მეორე, უფრო ფართომასშტაბიანი მიმართულება - ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაციები. გვინდა, ფართო შესაძლებლობა მივცეთ ყველა იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც კრეატიული, ინოვაციური, მნიშვნელოვანი იდეები აქვს, რათა ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართოს. თითოეული ასეთ საგრანტო პროექტის ღირებულება 100 ათასი ლარი იქნება“, - აღნიშნა ამილახვარმა. 





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება