სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ საჯარო ღონისძიება ჩატარდა
05-03-2024
-
+


გასულ კვირას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები და სტუდენტები შეიკრიბნენ და საჯაროდ ისაუბრეს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

უნივერსიტეტთან ერთად, ღონისძიების ორგანიზებაში ჩაერთო სტარტაპი Arrival, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მუდმივი მხარდამჭერი - Startup Büro და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა გაერთიანება -  Axel. 

მოწვეული სტუმრები შეხვდენენ სტუდენტებს, მოქმედ და მომავალ ანტრეპრენერებს და თავიანი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს. Ლექციებისა და ვორქშოპების ფარგლებში, შედგა მსჯელობა ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ეკოსისტემის განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური სიახლეები და მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები, ინვესტორებთან კომუნიკაციისა და ინვესტიციის მოზიდვის გზები და სხვა. 

“გაგანმანათლებლო სივრცეებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების თანამშრომლობა უდიდეს ღირებულებას ქმნის თითოეული მონაწილისთვის. მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლება როგორც სტუდენტებთან, ასევე, კოლეგებთან. სტარტაპ Arrival-ის გუნდი არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტის, 3დ მოდელებისა და სივრცეების გენერატორის განვითარებაზე მუშაობას, არამედ აქტიურადაა ჩართული ვირტუალურ თუ ფიზიკურ ღონისძიებებში, რაც მიზნად ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს. ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას და წვლილს შევიტანთ საერთო ღირებულებების შექმნასა და სფეროს განვითარებაში.” - ამბობს სტარტაპ Arrival-ის დირექტორი, ანი კაზარიანი. 
 
შეხვედრაზე სტუმრებს მიმართეს KIU-ს რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და ფონდი “ქართუს” პროექტების დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. Მოხდა შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, ერთი მხრივ, საუნივერსიტეტო სივრცემ და მეორე მხრივ, სტარტაპ ეკოსისტემამ, რათა თანამშრომლობა ღირებული იყოს ყველა მონაწილისთვის და ამავდროულად, ეკონომიკის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი.” - აღნიშნავს ფონდი “ქართუს” პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება