სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაშენდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, თოჯინური სპექტაკლი გაითამაშეს
05-03-2024
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, პედაგოგ ხათუნა ბაწელაშვილის ხელმძღვანეობით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - „თოჯინების თეატრის სპექტაკლი“, შეასრულეს. მათ საინტერესო აქტივობის დახმარებით, აკაკი წერეთლის ლექსი - „ყმაწვილი და პეპელა“ შეისწავლეს. შემდეგ, სწორედ ამ ლექსის მიხედვით შექმნეს თოჯინების თეატრის სცენარები (ინდივიდუალურად). მათ ერთი მსახიობის თეატრის ფორმატში, როლები მოირგეს, მშობელთა დახმარებით კი, დეკორაციები, თოჯინები, თეჯირი დაამზადეს და შემოქმედებითი პროდუქტები ერთმანეთს გაუზიარეს. 

აღსანიშნვია, რომ მათ დავალების პრეზენტაციაზე მე-2 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები მიიწვიეს, რომლებმაც პატარა მსახიობები ტაშითა და ოვციებით დააჯილდოვეს.

როგორც მასწავლებელი ამბობს, ხაზგასასმელია, რომ მესამეკლასელებმა ეს კომპლექსური დავალება სასკოლო პროექტს - „მწვანე დედამიწისთვის!“, დაუკავშირეს.

„გილოცავთ დედის დღეს! ყველა დღე დედისაა, როცა კარგი შვილი ჰყავს -„კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო“. შვილის წარმატება ფასდაუდებელი საჩუქარია. ვფიქრობ, ასეთი საჩუქრის მაგალითია ჩემი პატარების, მე-3 კლასელი მოსწავლეების მიერ შესრულებული კომპლექსური ტიპის დავალება - თოჯინების თეატრის სპექტაკლი.
მათ წარმოდგენაში გაჟღერდა გარემოსდაცვითი მოწოდებები: „ნუ დაიჭერთ პეპელას, ის დედამიწის სამკაულია!“; „იფრინე, პეპელა!"
ბავშვებმა ეს გზავნილი სასკოლო საზოგადოებასაც გაუზიარეს - მოაწყვეს გამოფენა (თეჯირები, თოჯინები)“,- გვიყვება მასწავლებელი ხათუნა ბაწელაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება