სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებთან საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა
29-02-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს. 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლობა კულტურის, განათლების, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის მიმართულებით) რეგულარულად ახორციელებს საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლებში ვიზიტებს და პრეზენტაციებს საფრანგეთში საუნივერსიტეტო დონეზე სწავლის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 23 თებერვალს, სკოლაში იმყოფებოდა საფრანგეთის სააგენტოს Campus France-ის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე, რომელიც ხელმძღვანელობს საუნივერსიტეტო და სტუდენტთა მობილობის მიმართულებას. სკოლაში ასევე უმასპინძლეს საფრანგეთის საელჩოს ატაშეს - თანამშრომლობის დარგში - კორანტენ ბოდინოს.

ისინი შეხვდნენ უფროსკლასელ მოსწავლეებს და მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთში საუნივერსიტეტო დონეზე სწავლის შესაძლებლობებზე.

სტუმრებმა წარადგინეს პრეზენტაცია: სწავლა საფრანგეთში - გაცვლითი პროგრამები, ფრანგულენოვანი და ინგლისურენოვანი საუნივერიტეტო პროგრამები, სტიპენდიები.

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება