| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს 770 ლარს სემესტრში.
ჯილდო შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე; განცხადების შეტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო) სკოლაში გავლილი აქვს ზოგადი განათლების სრული კურსი; არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი); სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა; აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
რაც შეეხება დოკუმენტებს, პირმა უნდა წარადგინოს,
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) ცნობა საჯარო (კერძო) სკოლიდან;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
ე) საინფორმაციო ბარათი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.
„ფულადი ჯილდო გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა